USAID/Zrda მხარს უჭერს საქართველოში ტურიზმის განვითარებას!
Zrda-ს და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ერთობლივი პროექტის - „რეგიონული ტურისტული გიდის მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების კურსი“-ს ფარგლებში, პროექტის და CTC -ის წარმომადგენლებმა, კურსის მდგრადობის გეგმებთან დაკავშირებით, პროგრამის პარტნიორ ოთხ რეგიონულ სასწავლებელში: მათ შორის ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში, ახმეტის, გორისა და ახალციის საზოგადოევრივი კოლეჯებში სამუშაო ვიზიტები განახორციელეს.
კურსის მიზანია, ცვლილებაზე და ინოვაციაზე ორიენტირებული ადგილობრივი ტურისტული გიდის მომზადებით, რეგიონის ტურისტული პოტენციალის გამოვლენისა და ზრდის ხელშეწყობა.