USAID/Zrda, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ერთად, ხელს უწყობს ვარძიის და უფლისციხის ისტორიულ-არქიტექრურულ ნაკრძალებში მომსახურებისა და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას!
თანამშრომლობის ფარგლებში, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექრურული მუზეუმის თანამშრომლებს ჩაუტარდათ პირველადი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ტრენინგები, გადაეცათ სპეციალური აღჭურვილობა და ასევე ადგილზე მოეწყო და სრულად აღიჭურვა პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოთახი.
ამიერიდან, ტერიტორიაზე მომხდარი ნებისმიერი ინციდენტის შემთხვევაში, მუზეუმი მზადაა პირველადი დახმარება გაუწიოს დაზარალებულ დამთვალიერებლებს.