სასოფლო–სამეურნეო სექტორში პროგრამა მიზნად ისახავს სოფლად საოჯახო მეურნეობების დახმარებას, რათა გაიზარდოს მათი პროდუქტიულობა და შემოსავალი. ეს განსაკუთრებით ეხება სოფლის მეურნეობის შემდეგ სამ პრიორიტეტულ სექტორს: ბოსტნეულის, ხილის (კენკროვანი) და მეფუტკრეობა/თაფლის წარმოებას. საქმიანობები, რომლებიც მიმართულია წარმოების ახალი და გაუმჯობესებული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობისაკენ, ტექნიკური დახმარებისა და ფერმერებისათვის ტრენინგების ჩატარებისაკენ, საბაზრო კავშირების ხელშეწყობისაკენ და ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისაკენ დაეხმარება ფერმერებს გააუმჯობესონ პროდუქტიულობა და მოსავალი და გაზარდონ შემოსავალი. გარდა ამისა, პროგრამა ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო სფეროში საკონსულტაციო მომსახურების გამწევი საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციების შესაძლებლობებისა და პოტენციალის განვითარებას და პროფესიული ტრენინგების ჩატარებას ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, რაც დაეხმარება სოფლის მოსახლეობას გაზარდოს შემოსავლის წყაროების მრავალფეროვნება და გახდის მათ კონკურენტინარიანებს დასაქმების ბაზარზე. და ბოლოს, Zrda მჭიდროდ თანაშრომლობს ფერმერთა ორგანიზაციებთან, როგორიცაა საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ინდივიდუალურ და კოოპერატიულ მწარმოებლებთან და საბითუმო და საცალო შემსმყიდველებთან, რათა ხელი შეუწყოს სტანდარტების გაუმჯობესებასა და სერტიფიცირების პროცესს, რაც გაზრდის სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონკურენტუნარიანობას.
Zrda, წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, ხელს უწყობს რამდენიმე საწარმოო ჯაჭვის განვითარებას, მათ შორის: მეხილეობა - კენკრა (მარწყვი, ჟოლო, მაყვალი და მოცვი) და კურკოვანი და თესლოვანი ხილი (ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ალუბალი); მებოსტნეობა (ბროკოლი, კიტრი, ბადრიჯანი, პომიდორი, წიწაკა, სალათის ფურცელი) და მეფუტკრეობა. პროექტის დაწყებიდან დღემდე Zrda-ს მხარდაჭერით მოეწყო 128 ღია და 105 სასათბურე სადემონსტრაციო ნაკვეთი, 8 მეფუტკრეობის კოოპერატივი, 29 მეფუტკრეობის ფერმა, 41 ცივი საწყობი, ხილისა და ბოსტნეულის 4 საშრობი. ყოველივე ეს საშუალებას აძლევს ფერმერებს აწარმოონ, დაამუშაონ და შეინახონ მაღალი ხარისხის ხილი, ბოსტნეული, ნერგები, ბოსტნეულის ჩითილები, კენკრა და თაფლი Zrda პროექტის სამიზნე თემებში: შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლისა და კახეთის (ახმეტის მუნიციპალიტეტი) რეგიონებში.
მეხილეობა და მებოსტნეობა: Zrda-ს მთავარი მიზანია სოფლის მეურნეობის სფეროში მაღალი ხარისხის ხილისა და ბოსტნეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობა. პროექტი ასევე აუმჯობესებს ფერმერთა და საწარმოო ჯაჭვში ჩართული სხვა სუბიექტების ბაზრებზე წვდომას. Zrda-ს სამიზნე ბენეფიციარების მხრიდან, თავის მცირე ნაკვეთებზე აღნიშნულ სექტორებში თუნდაც მცირეოდენი ინვესტიციის ჩადებას, შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ოჯახების შემოსავლები. ამ მიდგომასთან ერთად, Zrda მიზნად ისახავს ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ხილისა და ბოსტნეულის ადგილობრივი ბაზრისთვის, რაც ე.წ. „სანიმუშო სასოფლო-სამერნეო პრაქტიკა” (GAP) სასერტიფიკაციო სისტემაში მდგომარეობს, რომელიც წარმოადგენს ხარისხის წარმოების მკაფიო სტანდარტს და ხარისხიანი პროდუქციის საბაზრო პოზიციონირების როლს შეასრულებს.
მეფუტკრეობა: სოფლის მეურნეობის სფეროში Zrda-ს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მეფუტკრეობის მრავალფეროვანი პროდუქტების წარმოების გაზრდა და მისი ხარისხის ამაღლება ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე. თაფლის წარმოების ზრდასთან ერთად Zrda ასევე ფოკუსირდება ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის დედა ფუტკრების გამოყვანასა და გამრავლებაზე, ფუტკრის რძის წარმოებაზე და სხვა. ამ საწარმოო ჯაჭვში, ჩვენი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება მართვისა და მარკეტინგის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის კუთხით და მასთან ერთად მეფუტკრეობის კოოპერტივების ტექნიკური უნარ-ჩვევების ხელშეწყობის გზით.
♦ სათბურების მოწყობა: საქმიანობის დაწყებიდან დღემდე, Zrda-ს მხარდაჭერით ნერგების და ბოსტნეულის, მწვანილისა და ყვავილების წარმოების მიზნით მოეწყო სათბურის 70 სადემონსტრაციო ნაკვეთი შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და კახეთში (ახმეტის მუნიციპალიტეტი).
♦ კენკროვანი კულტურების სანერგეების მოწყობა: Zrda-მ 4 სამიზნე რეგიონში კენკროვანი კულტურების 6 კომერციული სანერგე/სადემონსტრაციო ნაკვეთი მოაწყო და ისინი აშშ-დან, სერტიფიცირებული მომწოდებლისგან, მიღებული 17,500 მაღალი ხარისხის ნერგით მოამარაგა. მაგალითად, Zrda, შპს „აგრო აგორას“ დაეხმარა, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ რუხში, სამეგრელოს რეგიონში პირველი კომერციული მოცვის სანერგეს მოწყობაში. ამ ინიციატივის გასაძლიერებლად, Zrda ასევე უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით აგრონომიისა და სანერგეების ბიზნეს მოდელებთან დაკავშირებით. მთლიანობაში, რუხის მოცვის სანერგე, სრულად ამუშავების პირობებში, ყოველწლიურად 100,000-მდე ახალი ნერგის წარმოებას შეძლებს. აღნიშნული ინიციატივა ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დაიწყო - ამჟამადაც ცოცხალ კენკრასა და კენკროვანი კულტურების სხვადასხვა ნაწარმზე მოთხოვნა მიწოდებას აღემატება.
♦ სამაცივრე მეურნეობები: Zrda მხარს უჭერს სამიზნე თემებში მყოფ ფერმერებს, შექმნან ცივი საცავები, რაც მათ საშუალებას მისცემს, უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეინახონ ხილ-ბოსტნეული და გაყიდონ, როდესაც დაბაზრო ფასები მაღალია. აღსანიშნავია, რომ Zrda სუბსიდირებს 100 -130 ლარს კუბურ მეტრზე დამონტაჟებული ცივი საცავისთვის. საერთო ჯამში, Zrda გეგმავს 45 ცივი საცავის მოწყობას, რომელთა შენახვის შესაძლებლობა 1500 ტონა ხილი და ბოსტნეული იქნება.
♦ საშრობი ობიექტები: ეს დამატებითი აქტივობა Zrda-ს ბენეფიციარებს წარმოების დივერსიფიკაციის საშუალებას, რათა პროდუქტი უფრო მაღალ ფასად გაყიდონ არა სეზონზე. საერთო ჯამში, თავის სამიზნე თემებში Zrda ხელს შეუწყობს 7 საშრობი ობიექტის შექმნას, რომელთა წარმადობა იქნება დღეში დაახლოებით 700 კგ ჩირი.
♦ საკონსულტაციო და საინფორმაციო ცენტრების პოტენციალის გაზრდა და განვითარება: Zrda ზრუნავს 17 საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის (ICCs) გაუმჯობესებაზე, უზრუნველყოფს რა მათ აღჭურვას საველე ლაბორატორიული ხელსაწყოების კომპლექტებით შემდეგ რეგიონებში: ზუგდიდში, წალენჯიხაში, ბოლნისში, მარნეულში, ახმეტაში, წალკაში, დუშეთში, ქარელში, გორში, ხაშურში, კასპში, ახალციხეში, ნინოწმინდაში, ასპინძაში, ახალქალაქში, ბორჯომსა და ადიგენში. აღნიშნული ლაბორატორიული ხელსაწყოების მობილური კომპლექტი ICC სპეციალისტებს საშუალებას აძლევს ფერმერებს მცენარეთა კვების, მავნებლებთან, ნიადაგის მჟავიანობასა (pH) და წყლის მინერალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე მიზანმიმართული სასარგებლო და პრაქტიკული დახმარება გაუწიონ და ამ გზით ხელი შეუწყონ მათ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში, მიწოდებული მომსახურების და გაყიდული პროდუქციით მიღებული შემოსავლის გაზრდაში. ICC სპეციალისტებისთვის Zrda-ს მიერ მიწოდებული ტრენინგებისა და სახელმძღვანელოების დახმარებით ICC ექსპერტები პროექტის სამიზნე რეგიონებში მომუშავე 50 ფერმერს დაეხმარნენ ფოთლის და ნიადაგის ანალიზების ჩატარებასა და დაავადებების იდენტიფიცირებაში. ინიციატივის მხარდასაჭერად Zrda-მ მოიზიდა MASHAV და USAID/Farmer to Farmer (F2F) ექსპერტები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკული საქმიანობის განსახორციელებლად და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოსაყენებლად, მოსავლიანობის გაზრდისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
♦ კერძო სექტორის მხარდაჭერა ფერმერთა მომსახურების ცენტრებისთვის (FSC): Zrda-მ მხარი დაუჭირა კერძო სექტორში მომუშავე ფერმერთა მომსახურების რვა ცენტრს (FSC), აღჭურვა რა თითოეული მათგანი საველე ლაბორატორული ტესტირების ინსტრუმენტებით და მათ მემცენარეობის ახალი ტექნოლოგიები გააცნო. ფერმერთა მომსახურების ცენტრებში დანერგა ახალი სერვისი, საინფორმაციო საკონსულტაციო პაკეტების სახით. Zrda იწვევს სოფლის მეურნეობის პროფესიული ცენტრების სტუდენტებს FSC-ში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ FSC-ის ექსპერტებთან ერთად განახორციელონ საკონსულტაციო ვიზიტები ფერმერებთან.
♦ მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“: Zrda-მ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიასთან (GFDC) და "აჭარა ჯგუფთან" ერთად თანამშრომლობით შექმნა მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“. „აგრონავტი“, მარტივი და მოქნილი ელექტრონული სისტემაა, რომელიც ფერმერს საკუთარი ნაწარმის გასაღების, ახალი ბაზრის მოძიებისა და კავშირების დამყარების საშუალებას აძლევს. „აგრონავტი“-ს აპლიკაციას 5500-მდე დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც გარკვეულ საწევრო გადასახადს იხდიან პლატფორმის საოპერაციო ხარჯების დასაფარად და პროექტის მდგრადი განვითრებისთვის. ფერმერები რეგულარულად აახლებენ ინფორმაციას საკუთარი პროდუქტის შესახებ და ჩართულები არიან მის გასაღებაში. GFDC აგროვებს და ანაწილებს საკმაოდ დიდი მოცულობის ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტებს „აჭარა გრუპის“ სასტუმროებსა და რესტორნებში, მათ შორის პროდუქციის დიდი რაოდენობა წარმოებულია Zrda–ს სამიზნე თემებში. აპლიკაციის შექმნიდან დღემდე, მისი მეშვეობით, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიამ ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული 4.4 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია მიიღო და გაყიდა. ამასთან აპლიკაცია ფერმერებს აწვდის დარგის მნიშვნელოვან სტატისტიკას, ამინდის პროგნოზს, სერტიფიცირების საშუალებას, აგრონომიულ დაზღვევას, და სხვა შეთავაზებებსა თუ შესაძლებლობებს.
♦ Kalo.ge: USAID/Zrda-ს და კრედო ბანკის მხარდაჭერით, Zrda-ს პარტნიორმა ორგანიზაციამ - "ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" (RDFG), შექმნა ონლაინ პლატფორმა www.kalo.ge. www.kalo.ge წარმოადგენს ფერმერებისთვის განკუთვნილ ონლაინ მაღაზიასა და მომსახურების ინტერნეტ სივრცეს. პლატფორმის მეშვეობით ვრცელდება საგანმანათლებლო ინფორმაცია და ვიდეო ინსტრუქციები, ფერმერები იღებენ აგრო კონსულტაციებს და წვდომა აქვთ აგროკალენდართან. ამასთანავე www.kalo.ge -ზე შესაძლებელი იქნება კრედო ბანკის სესხზე და სხვა ფინანსურ პროდუქტებზე განაცხადის შევსებაც.
♦ ქართული სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის (GAP) სერტფიცირება: საქართველო მყარი ნაბიჯებით მიიწევს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, შესაბამისად ადგილობრივი ფერმერების და აგრობიზნესის შესაძლებლობები ნელ-ნელა იზრდება. თუმცა, წარმოების პრაქტიკის განახლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როგორიც არის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით (DCFTA) ევროკავშირთან დადგენილი წესით, ქართველი ფერმერების ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული ყველა მეურნეობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა მოითხოვს ძვირადღირებულ ინვესტიციებს, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენას. ამ წინააღმდეგობების აღმოსაფხვრელად, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) და USAID-ის პროექტი Zrda საქართველოში 2016 წლიდან თანამშრომლობენ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორთან, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით. ამ ერთობლივი ინიციატივის ძირითადი მიზანია GFA-სთვის "ქართული სანიმუშო სასოფლო–მეურნეობის პრაქტიკის სასერტიფიკაციო სისტემის" (GeoGAP) დანერგვა. სასერტიფიკაციო სისტემა ხელს შეუწყობს ქართველ ფერმერებს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და ევროპულ ნორმებთან დაახლოებაში, ასევე გაიზრდება ადგილობრივი ბრენდების აღიარება შიდა ბაზარზე. სასერტიფიკაციო სისტემა განსაკუთრებით სასარგებლოა მომსახურების სექტორში, რადგან ის უზრუნველყოფს ადგილობრივი პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტს. ფერმერები, რომლებიც მიაღწევენ GeoGAP სტანდარტებს, შეძლებენ პროდუქციის მიწოდებას საქართველოში მოქმედ ცნობილ სასტუმროებსა და რესტორნებში. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ აღიარა GeoGap სტანდარტი და აქტიურად უწევს სასერტიფიკაციო სისტემის პოპულარიზაციას შიდა ბაზრის ისეთი მაღალი ღირებულების მყიდველებს შორის, როგორიც არის მაგალითად, „აჭარა ჯგუფის“ სასტუმროების ქსელი. ამჟამად, GFA, „აჭარა ჯგუფი“ და საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია ერთიანი ძალისხმევით მუშაობენ საქართველოს მასშტაბით, ზემოხსენებული სასერტიფიკაციო სტანდარტის ხელშესაწყობად, უპირველესად Zrda-ს სამიზნე თემებზე აქცენტირებით. როგორც დამატებითი სარგებელი, GeoGAP სისტემა არ იქნება რომელიმე კერძო ფირმისთვის საკუთრება. უფრო მეტიც, იგი შექმნილია როგორც ფართო სასერთიფიკატო პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ხილისა და ბოსტნეულის სექტორის ყველა აქტორისათვის, რომელთაც სურთ და დაინტერესებულნი არიან განაახლონ თავიანთი წარმოება სასერტიფიკაციო სტანდარტების შესაბამისად.
♦ საბაზრო კავშირები: „ქართულ აგროსახლთან“ გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, Zrda-ს ბენეფიციარი ფერმერები მონაწილეობენ საქართველოს აგრო-სახლის მიწოდების ჯაჭვში და ხელს უწყობენ ხილისა და ბოსტნეულის მაღალხარისხიანი ბაზრების გავითარებას, პროექტის 17 სამიზნე მუნიციპალიტეტში. ეს სასოფლო-სამეურნეო კულტურებია: პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა, მწარე წიწაკა და სტაფილო. მაგალითისათვის, Zrda-მ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ერთობლივად, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიასთან და აჭარა ჯგუფთან პარტნიორობით შექმნეს მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“, რომელიც ფერმერებს პროდუქტის რეალიზებაში, ახალი ბაზრის მოძიებისა და სავაჭრო კავშირების დამყარებაში ეხმარება. შექმნიდან დღემდე, მისი მეშვეობით, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიამ ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული 4.4 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია მიიღო და გაყიდა.
♦ მოსავლის აღების შემდგომი პროცედურების გაუმჯობესება: საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია (GLA), Zrda-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს უზრუნველყოს „მოსავლის აღების შემდგომი პროცედურების ტრენინგ კურსი“-ს (PHHM) მდგრადობა და მისი დადებითი გავლენა მოსავლის აღების შემდგომი პროცედურების გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით, ის ხელს უწყობს ისეთ დაინტერესებულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, როგორებიცაა: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ახალციხე), ევრორეგიონული პედაგოგიური უნივერსიტეტი (გორი) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (თბილისი) - აგრონომიული ფაკულტეტების სილაბუსების მოდიფიცირებასა და მათ სასწავლო პროგრამებში PHHM-ის მოდულების გათვალისწინებას.