• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • პროგრამის შესახებ
    • ტურიზმის განვითარება
    • სოფლის მეურნეობის განვითარება
    • ერთობლივი პროექტები
  • სიახლეები
    • პრეს-რელიზები
    • პუბლიკაციები
    • ფოტო-გალერეა
    • ვიდეო-გალერეა
    • დონორი ორგანიზაციები
    • ბაზრის კვლევის ანალიზი
    • სასარგებლო რესურსები
  • შესაძლებლობები
  • პარტნიორები
  • კონტაქტი
  • ბმულები
  • გაზიარება ქართ.
  • ქართული
  • English
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • პროგრამის შესახებ
    • ტურიზმის განვითარება
    • სოფლის მეურნეობის განვითარება
    • ერთობლივი პროექტები
  • სიახლეები
    • პრეს-რელიზები
    • პუბლიკაციები
    • ფოტო-გალერეა
    • ვიდეო-გალერეა
    • დონორი ორგანიზაციები
    • ბაზრის კვლევის ანალიზი
    • სასარგებლო რესურსები
  • შესაძლებლობები
  • პარტნიორები
  • კონტაქტი
  • ბმულები
  • გაზიარება ქართ.

პროგრამის შესახებ

  • Zrda-ს პრიორიტეტული მიმართულება: ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
    Zrda-ს პრიორიტეტული მიმართულება: ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

    რეგიონებში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად Zrda ხელს უწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას კომპლექსური მიდგომის გამოყენებით. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით Zrda-ს ძირითადი რეგიონებია სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო და თუშეთი, თუმცა საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობის ხელშეწყობა სამიზნე რეგიონებში კვლავ რეჩება პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად. Zrda, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და რეგიონებში საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ტურიზმის განვითარების მოდელის შემუშავებას უწყობს ხელს. მოდელი ორიენტირებულია აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმის განვითარებაზე და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას აღნიშნული რეგიონების ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად.

    პროდუქტების განვითარება და მარკეტინგი:

    ♦ ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარება: Zrda-მ წამყვანი ტურისტული კომპანიებისთვის ხელი შეუწყო ჩართულობაზე ორიენტირებული ახალი ტურისტული მარშრუტების აღმოჩენას და პროდუქტების შექმნას სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და თუშეთის თემებში. Zrda-მ ასევე ტურ-ოპერატორებისთვის  შეიმუშავა და განახორციელა საინფორმაციო ტურები და თემატური ტრენინგები. შედეგად, წამყვანმა ქართველმა ტურ-ოპერატორებმა თავიანთ ტურისტულ პაკეტებში შეიტანეს ახლად აღმოჩენილი ადგილები, რამაც შემოსავლების 2.8 მილიონ აშშ დოლარამდე ზრდა გამოიწია, მოხერხდა 2.7 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვების გენერირება ადგილობრივი აქტორებისთვის – სასტუმროს მფლობელებისთვის, კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, ფერმერებისთვის, მუზეუმებისთვის და სხვა. მოცემულმა აქტივობამ ასევე წაახალისა მეწარმეები მათი ბიზნესები და მომსახურება გაეუმჯობესებინათ და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული გაეხადათ, რეგიონში შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.

    ♦ სათავგადასავლო ტურიზმი/მარშრუტების განვითარება - საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, Zrda-მ ლაშქრობების, კემპინგის, საცხენოსნო, მყვინთაობის, ჯომარდობისა და კანიონინგის მიმართულებით 90 გიდი და ინსტრუქტორი გადაამზადა. ინიციატივის გასამტკიცებლად, Zrda-მ სათავგადასავლო ტურიზმში ჩართული ყველა სერტიფიცირებული და შესაბამისად აღჭურვილი გიდისთვის  შექმნა ვებგვერდი: https://adventours.ge/en. დამხმარე აქტივობის სახით, Zrda-ს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მარკირებული 42 საფეხმავლო მარშრუტის ამსახველი ელ-რუკები განთავსდა საერთაშორის საძიებო სისტემაზე www.wikiloc.com, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს სათავგადასავლო ტურიზმით დაინტერესებულთა შორის. ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის გარდა, Zrda-მ საცხენოსნო ტურიზმის და შორ მანძილზე რბოლის ასოციაციის ირგვლივ გააერთიანა ქართველი ცხენოსანი გიდები და ამით მათ გზა გაუკვალა მსოფლიო საცხენოსნო ტურიზმის ფედერაციის (FITE) წევრობისკენ.

    ♦ რეგიონული ფესტივალებისა და გამოფენების ხელშეწყობა: Zrda განიხილავს რეგიონულ ფესტივალებსა და ბაზრობებს, როგორც ბიზნესის, კულტურული და რეკრეაციული საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან პლათფორმას, რადგან მათი არსებობა მიზნად ისახავს ტურიზმის წვლილის გაზრდას სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტში, რაც, თავის მხრივ, წარმოქმნის სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობებს, ადგილობრივი თემებისა და   შიდამეურნეობებისთვის: მაგალითად, ზრდამ ითანამშრომლა ადგილობრივ ორგანიზაციებთან სამეგრელოს სოფელ რუხში ყოველწლიური ხაჭაპურის ფესტივალის მოწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, სამცხე-ჯავახეთში, კი, ორგანიზება გაუწია ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალს. 

    ♦ საოჯახო   ტურიზმი: მიზნად ისახავს სასტუმრო ინდუსტრიაში ოჯახზე ორიენტირებული სერვისების დანერგვას, ეს კი ზრდას ყველა სამიზნე რეგიონში სასტუმრო და კვების სექტორის წარმომადგენლებს აძლევს უპირატესობას, უზრუნველყონ ოჯახზე მორგებული პირობები, შესაბამისი საკვები და გასართობ-შემეცნებითი აქტივობებითა და სერვისებით, რაც  ამ სეგმენტის მოზიდვას და შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.

     

    ტრენინგები და პოტენციალის გაძლიერება:

    ♦  საოჯახო სასტუმროებისთვის ციფრული მარკეტინგის და რეკლამირების პაკეტის მიწოდება: Zrda-მ სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და და ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროების და კვების ობიექტების მფლობელებისათვის დაგეგმა და განახორციელა ციფრული მარკეტინგის ტრენინგები. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ცნობილ საძიებო სისტემებში რეგისტრაციის და რეკლამირების შესახებ. Zrda-ს ამ ინიციატივის შედეგად, დღეის მდგომარეობით, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, პანკისის ხეობასა და შიდა ქართლში 500–მდე საოჯახო ტიპის სასტუმრო და კვების ობიექტი დარეგისტრირდა booking.com-ზე, Airbnb-ზე და TripAdvisor-ზე.

    ♦ ტრენინგები და პოტენციალის გაძლიერება საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებისათვის: Zrda-მ კომპანია Key Management Solutions (KMS)-თან თანამშრომლობით, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოს რეგიონებში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისა და საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებისათვის განახორციელა ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სერტიფიცირებული სასწავლო კურსი სასტუმრო ბიზნესის მართვის შესახებ. ტრენინგის 90-მა დამსწრემ შეისწავლა სასტუმროს მართვისა და მასპინძლობის ინდუსტრიის ზოგადი საკითხები, 60-მა მათგანმა კი გამოავლინა რა კურსის ფარგლებში შესწავლილი მასალის მაღალი ცოდნა, მიიღო AHLEI-ის სერტიფიკატი.

    ♦ ტრენინგები და პოტენციალის გაძლიერება ტურისტული გიდებისთვის: კვალიფიციურ გიდებზე მოთხოვნის საპასუხოდ, Zrda-მ ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრთან (CTC) ერთად ითანამშრომლა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, კაჭრეთის პროფესიულ  სასწავლებელ ”აისთან”, გორის პროფესიულ სასწავლებელ „განთიადთან“ და ახალციხის პროფესიულ სასწავლებელ ”ოპიზართან”, რის საფუძველზეც გიდებისთვის შეიმუშავა და განახორციელა სასერტიფიკატო კურსები. გარდა ამისა, ტურ–ოპერატორებთან, გიდებთან, სექტორის სხვა წარმომადგენლებთან და პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად ჩატარებული მრავალი სემინარისა და ინტერვიუს ანალიზის შედეგად, CTC-მ გიდებისთვის ასევე ჩამოაყალიბა სამუშაო კომპეტენციების ჩარჩო და სახელმძღვანელო.

    Zrda-ს მიერ ჩამოყვანილმა საერთაშორისო ექსპერტმა, პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად  ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი  და მონაწილეობა მიიღო ტრენინგის დიზაინისა და სილაბუსის შექმნაში. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, CTC-მ ტურისტული გიდების სასწავლო კურსის გადმოცემის უნარებისა და ცოდნის ასამაღლებლად, Zrda-ს პარტნიორი პროფესიული კოლეჯების მასწავლებლებისთვის ორგანიზება გაუწია ტრენერთა ტრენინგს (ToT ) და შეიმუშავა Training Reader, Case Book და PowerPoint სლაიდები.

    Zrda-ს ოთხივე პარტნიორ პროფესიულ სასწავლებელში CTC-მ  კოორდინაცია გაუწეია სასწავლო კურსებს პირველი ციკლის 70 სტუდენტისათვის, რომელთაგან საბოლოო ჯამში 63 სერტიფიცირებული სტუდენტი დაეუფლა სასურველ პროფესიას.  დამატებითი აქტივობის სახით, Zrda ასევე ხელს უწყობს კურსდამთავრებულთა და ტურ-ოპერატორთა შორის საქმიანი ურთიერთობების განმტკიცებას, მათ დასაქმებას, ფინანსების მოძიებას და სასწავლო კურსების კომერციალიზაციას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კურსებით სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტრის წარმომადგენელთა დაინტერესებას, როგორიც არის მაგალითად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

     

    რეგიონული კოორდინაცია, რეკლამირება და ტურიზმის რეგიონული მართვის ორგანიზაცია:

    ♦  ტურიზმის რეგიონული მართვის ორგანიზაცია (DMO): 2017 წლის თებერვალში Zrda-მ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებთან ერთად დააარსა სამუშაო ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს რეგიონების ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია. მოდელი ყურადღებას ამახვილებს აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კუტურულ ტურიზმზე და პროცესში მონაწილე მხარეებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის განვითარებაზე. სამუშაო ჯგუფები წარმოადგენენ დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების (DMO) ძირითად ნაწილს, საბოლოოდ კი ორგანიზაციებში შევა ყველა დაინტერესებული პირი კერძო თუ საჯარო სექტორიდან, რომლებიც განსაზღვრავენ რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და დაადგენენ პრიორიტეტებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და მის უკეთ წარმოჩენას, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმების ზრდას. დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) გაითვალისწინებს სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის შესახებ უკვე არსებულ კვლევებს და ასევე თავს მოუყრის სხვადასხვა დონორებისა და სფეროში მომუშავე ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტებს. გარდა ამისა, DMO ჩაატარებს რეგიონში ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობების (ისტორიული ადგილები, სანახაობები, მომსახურებები, პროდუქტები) არსებული მდგომარეობის ანალიზს.

    ახალი მიდგომების მოძიებისა და დანერგვის მიზნით Zrda-მ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ორგანიზება გაუწია ტურიზმის განვითარების პირველ რეგიონულ სიმპოზიუმს. სიმპოზიუმს 100-ზე მეტი ტურიზმის სექტორში ჩართული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი დაესწრო, განისაზღვრა  რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული  პრობლემები და გამოწვევები. გამოიკვეთა პრიორიტეტები, რაც ხელს შეუწყობს  რეგიონების პოპულარიზაციას და მათ უკეთ წარმოჩენას, როგორც საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ რეგიონებს, სადაც ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას ერწყმის ბუნების განუმეორებელი სილამაზე და სათავგადასავლო ტურიზმისთვის დამახასიათებელი უპირატესობები.

    საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გადმოტანა-დანერგვის მიზნით, პროექტმა იმუშავა რუმინეთის არაკომერციულ ორგანიზაციასთან - სიბიუს ოლქის ტურიზმის ასოციაცია (SCTA), რათა გამოიყენოს რუმინეთის ის გამოცდილება, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ მიიღო  ტურიზმის განვითარების სფეროში. 2017 წლის ოქტომბერში Zrda-მ, სამიზნე რეგიონებიდან, ტურიზმის სფეროში ჩართული საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები საინფორმაციო ტურზე რუმინეთში გაუშვა, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ პირველწყაროდან მიეღოთ ინფორმაცია დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) და მათ მიერ განხორციელებული ყველაზე წარმატებული მიდგომების შესახებ მთელ ევროპაში, თემის მიერ მართული ტურიზმისა და აგროტურიზმის შესახებ.

    ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ტენდენციის უკეთ გასაგებად და რეგიონში ქვეყნის უფრო ძლიერი პოზიციონირებისათვის, Zrda-მ მოაწყო საინფორმაციო ტური ჩეხეთის რესპუბლიკაში სამცხე–ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებისთვის  (DMO) და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის.  საქართველოს დელეგაციამ მოინახულა მრავალი ტურისტული ადგილი, როგორიცაა იუნესკოს მემკვიდრეობის სოფლები, მუზეუმები, საოჯახო ლუდსახარშები, აგროტურისტული მეურნეობები და საოჯახო მეღვინეობები.

    ♦  პრომო-პაკეტები დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) მარკეტინგისთვის:დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის  (DMO)  შექმნის დამატებითი აქტივობის სახით და ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს პოპულარიზაციისთვის,  Zrda-მ ხელი შეუწყო ორივე რეგიონისთვის სარეკლამო პაკეტების შემუშავებას. აქტივობის ფარგლებში, შეიქმნა ერთიანი შაბლონი, რომელმაც მოიცვა კარგად შემუშავებული და ვიზუალურად დახვეწილი ვებ-გვერდი, რაც აუცილებელია თანამედროვე DMO-სთვის  გრძელვადიანი მოხმარების პერსპექტივით. შაბლონი ასევე მოიცავს რეგიონის კატალოგს, სოციალური მედიის გვერდებს, სარეკლამო ვიდეოსა და ფოტოგალერეას თითოეული რეგიონისთვის, ასევე ელექტრონულ შაბლონებს ბეჭდური მედიისთვის (ბროშურები, კატალოგები, პლაკატები, ბანერები, სავიზიტო ბარათები). ყველა მასალა და ონლაინ მოწყობილობები გადაეცა DMO-ს რეგიონულ საკუთრებას სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში. პროექტი მიზნად ისახავს რეგიონული სარეკლამო ღონისძიებების მხარდაჭერას შერჩეულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე, ეს  იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს რეგიონებს ექნებათ დამოუკიდებელი სარეკლამო სტენდები საერთაშორისო ღონისძიებაზე.  სარეკლამო და მარკეტინგულ მხარდაჭერასთან ერთად, Zrda-მ უზრუნველყო სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) პერსონალის გადამზადება ტურიზმის მენეჯმენტში, ლიდერობასა და პროექტის მენეჯმენტში, ასევე ფინანსების მოძიებისა და დონორებთან ურთიერთობის მენეჯმენტში. სასწავლო პროგრამები განახორციელა მართვის აკადემიამ.

    ♦  კულინარიული წიგნი – „მესხური ტაბლა“ და „კოლხური ტაბლა“ სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების პირველი ინიციატივაა. კულინარიული წიგნები შეიცავს ძველ, ტრადიციულ ადგილობრივ რეცეპტებს და ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. წიგნის მომზადების პროცესში ჩართული იყო აგრარული უნივერსიტეტის საქართველოს კულინარიის აკადემია. კულინარიული წიგნის შეძენა შესაძლებელია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში.

    Zrda ასევე გეგმავს დამატებით ორი კულინარიული წიგნის გამოცემაც, რაც ხელს შეუწყობს ქართული სამზარეულოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების აღდგენას ორი კონკრეტული რეგიონიდან. კულინარიული წიგნები მოიცავს ქისტური და თუშური უნიკალური და ისტორიული კერძებისა და სასმელების 50-მდე რეცეპტს.

    წიგნები შექმნილია მიზნობრივი რეგიონების როგორც  ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის მიზნით. ეს კულინარიული გზამკვლევი გახდება შესანიშნავი სუვენირი ვიზიტორებისთვის, რადგან ორ ენაზეა ხელმისაწვდომი, რაც საშუალებას გვაძლევს, გაყიდვები იწარმოოს ბევრი სხვადასხვა არხის საშუალებით. Zrda განაგრძობს პარტნიორობას ადგილობრივ ტურ-ოპერატორებთან, რათა საქართველოს კიდევ უფრო მეტი მხარე გააცნოს მსოფლიოს და შექმნას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები ადგილობრივი თემებისთვის ქვეყნის მასშტაბით.

    ♦  ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის პოტენციალის გაძლიერება: ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო მეტად განვითარების მიზნით, Zrda-მ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში არსებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების (TIC) გაუმჯობესებისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა. ერთობლივი ინიციატივა ემსახურება ცენტრების მუშაობის მეთოდების გაუმჯობესებას და შესაბამისი პერსონალის მოძიებას, რათა მათ შეძლონ ხარისხიანი მომსახურების მიწოდება რეგიონში შემოსული ტურისტებისათვის. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გადმოტანა-დანერგვის მიზნით, Zrda-მ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოიწვია ტურიზმის განვითარების სფეროში მომუშავე საერთაშორისო კონსულტანტი, რომელმაც განახორციელა საველე ვიზიტები ყველა ზემოჩამოთვლილ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, შეაფასა ისინი და შეიმუშავა სპეციალური სახელმძღვანელო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის და რეკომენდაციები ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებისათვის. Zrda, აღნიშნულ ცენტრებში სამომავლოდ ჩაატარებს ტრენინგებს შემოსავლების გენერირებისა და წერითი უნარ-ჩვევების დახვეწის საკითხებზე.

    ♦  საერთაშორისო ფესტივალებში და გამოფენებში მონაწილეობა: ბაზარზე უკეთესი პოზიციონირებისა და სამიზნე რეგიონებში მეტი ტურისტის მოზიდვის მიზნით Zrda ეხმარება და უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა მონაწილეობას მსოფლიოს უდიდეს ტურიზმის გამოფენებში. 2017 წლის მარტში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი პირველად წარსდგა ITB ბერლინზე, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენა და ფარავს 5 კონტინენტის 187 ქვეყანას. შედეგად, 20-ზე მეტი ტურ-ოპერატორი და მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენელი, მათ შორის: Hirschfeld, Renard International, Meeting Masters Inc., დაინტერესდა რეგიონის ტურისტული პოტენციალით, რამდენიმე პოლონურმა კომპანიამ პირდაპირ საქმიანი წინადადება შესთავაზა სამეგრელოს რეგიონის წარმომადგენლებს ექპედიციისა და სათავგადასავლო ტურების განხორციელებასთან დაკავშირებით. 2019 წლის იანვარში კი, Zrda-ს მხარდაჭერით ტუროპერატორებმა მონაწილეობა მიიღეს New York Times Travel Show- ში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა ექსპონენტმა და მოიცვა 170-ზე მეტი ტურისტული მიმართულება მსოფლიოს მასშტაბით.

    ასევე, Zrda-ს მხადაჭერით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ქართულმა ტურ–ოპერატორებმა მონაწილეობა მიიღეს სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო  კრებაზე შვედეთში, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.

    ჯანდაცვის გლობალური კრიზისის შედეგად, Zrda-მ ხელი შეუწყო ადგილობრივი თემებისა და ტურიზმის სექტორში ჩართული ბიზნესების კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც გულისხმობდა მათი საქმიანობისა და სამუშაო პროცედურების ახალ პროტოკოლთან მორგებას, როგორც ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე საერთაშორისო ფესტივალებსა და გამოფენებზე მათი მომსახურების სათანადოდ წარმოსაჩენად. ამ მხრივ, Zrda აპირებს ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციას  ITB Berlin 2021- ზე.

     

    მინდინარე პრიორიტეტები ტურიზმის სექტორში:

    ♦ ტურიზმის სფეროში მომუშავე სუბიექტების საჭიროებების შეფასება და ტრენინგების პროგრამა: Zrda საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს, პროექტის სამიზნე რეგიონებში არსებულ ტურიზმის სფეროში მომუშავე სუბიექტების პოპულარიზაციას და გადამზადებას, რათა მათ დაეხმაროს სერვისების გაუმჯობესებაში, საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებაში და შედეგად, მეტი შემოსავლების მიღებაში.

    ♦ ციფრული მარკეტინგის განვითარება საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის: Zrda, კონტრაქტით გაფორმებული სერვისის მომწოდებლის საშუალებით, ეხმარება საოჯახო, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს, შექმნან მარკეტინგული კონტენტი, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის პოპულარიზაციას საერთაშორისო დაჯავშნის პლატფორმების, ვებსაიტების, სოციალური მედიის და სხვა მარკეტინგული საშუალების, მათ შრის ბროშურებისა და ფლაერების მეშვეობით. სუბსიდირებული მარკეტინგის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, Zrda-მ შეარჩია ის   სასტუმროები, რომლებმაც გამოავლინეს თანამონაწილეობის სურვილი და მზაობა ციფრული და ბეჭდური სარეკლამო მასალების შემუშავებაში.

    ♦ მუზეუმების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა:Zrda ახორციელებს საგრანტო პროგრამას, მუზეუმების შესაძლებლობების განვითარების მიზნით. ღონისძიება მიზნად ისახავს ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული ღირშესანიშნაობების სახით როგორც კერძო, ისე საჯარო მუზეუმების მხარდაჭერას. პროგრამის ფარგლებში,  Zrda მის გეოგრაფიულ დაფარვის ზონაში, ასევე გეგმავს  მუზეუმების ბიზნეს და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას ტრენინგის საშუალებით, რომელიც მიზნად ისახავს მათ დატვირთვას მრავალფუნქციური საგანმანათლებლო და ტექნოლოგიურად განვითარებული სივრცეებით, ასევე მუზეუმების მომსახურებისა და ოპერაციების გაუმჯობესებას უფრო მეტი ვიზიტორის მოსაზიდად. 

    ♦ კვების ობიექტების ბიზნესის შესაძლებლობების განვითარების პროგრამა: Zrda ახორციელებს საგრანტო პროგრამას კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, რათა ხელი შეუწყოს არსებული ბიზნესის ზრდას და გაძლიერებას პროექტის სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში. Zrda-ს მიერ შერჩეული კომპანია Gastronaut ხელმძღვანელობს პროცესს ონლაინ პლატფორმის გამოყენებით, რომელიც ასევე თანამშრომლობს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებთან (MSME) ბიზნეს კონცეფციის დიზაინის შემუშავებაზე. 

    ♦ ინტერაქტიული წიგნი კოლხეთის ეროვნული პარკის შესახებ: საქმიანობის მიზანია შექმნას რესურსი, რომელიც მკითხველს საშუალებას მისცემს იმოგზაუროს დროში, გააერთიანოს სხვადასხვა ისტორიული ფაქტები, მითები და ლეგენდები. წიგნს ექნება ისტორიის მოყოლის უნიკალური მეთოდი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სამეცნიერო სფეროებს, როგორიცაა ბოტანიკა, ზოოლოგია, არქეოლოგია და ა.შ. წიგნი ხელმისაწვდომი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რადგან გამიზნულია მკითხველთა ფართო სპექტრის, როგორც ქართველების, ისე უცხოელების მოსაზიდად. ამგვარი წიგნის შემუშავება ხელს შეუწყობს რეგიონის ცნობიერების ამაღლებას საქართველოში და კოლხეთის ეროვნული პარკის პოპულარიზაციას, როგორც ახალ და მისტიურ ტურისტულ დანიშნულებას. წიგნის ბეჭდვითი ვერსია ხელმისაწვდომი იქნება 2021 წლის გაზაფხულზე. 

    ♦ თოკების პარკის ღირსშესანიშნაობა კოლხეთის ეროვნულ პარკში: Zrda-მ შეიმუშავა ახალი ტურისტული პროდუქტი - თოკების პარკი კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიას შესასვლელთან. ამისათვის, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ტერიტორიის გარშემო დაასრულა გალავნის მშენებლობა,  უსაფრთხოების ყველა ზომის შესაბამისად. გარდა ამისა, Zrda-მ კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიას შესასვლელის რეინჯერებისთვის შეიძინა და გადასცა სხვადასხვა საველე ნივთები, კერძოდ: რეინჯერთა სრული ეკიპირება; პროფესიონალური ბინოკლები, სადგამებით; წყლის რეზისტენტული ვოკერისა  და სათევზაო წნელების შვიდი ნაკრები.  Zrda-მ ასევე შეიძინა და ადგლზე დაამონტაჟა მზის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს რეინჯერთა სახლის განახლებადი ენერგიით ელექტრომომარაგებას. შესყიდვების დასრულების შემდეგ, Zrda ასევე გეგმავს საკარვე აღჭურვილობების, სათევზაო ნავებისა და პონტონის ნავის გადაცემას კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიას შესასვლელისთვის. 

    ♦ კულტურული მარშრუტების პროგრამა: თუშეთში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, Zrda მხარს უჭერს თავის პარტნიორ ორგანიზაციას - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომ დააინსტალიროს საინფორმაციო დაფები და მიმართულებების მაჩვენებლები თუშეთის 10 შერჩეულ სოფელში. სააგენტო ჩართულია კულტურული მარშრუტების პროგრამის შემუშავების პროცესშიც. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 9 აგვისტოს საქართველო გახდა გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმების (EPA) 27-ე წევრი ქვეყანა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების შესახებ. ამ შეთანხმების თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეასრულონ ვალდებულებები ეროვნულ დონეზე. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს  და საბჭოს მიზანია არსებული კულტურული მარშრუტების შესახებ მიმოფანტული ინფორმაციის შეგროვება და ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს ახალი კულტურული მარშრუტების განვითარებას და საერთაშორისო მასშტაბით ინტერესის გაზრდას. თავისი საქმიანობის ფარგლებში, Zrda მხარს უჭერს სააგენტოს, ხელი შეუწყოს თუშეთის კულტურული მარშრუტის შექმნას და უზრუნველყოფს მათ აღჭურვას მიმართულების ნიშნულებითა და საინფორმაციო დაფებით თუშეთში დაფიქსირებული პეტროგლიფების შესახებ. აღნიშნული სერვისი დააკმაყოფილებს ვიზიტორთა საჭიროებებს, გააუმჯობესებს მათ ნავიგაციას მთელს ტერიტორიაზე და გაზრდის მათ კმაყოფილებას. Zrda-ს მიერ დაკონტრაქტებულმა კომპანიამ უკვე დაასრულა საინფორმაციო დაფების მონტაჟი 6 სოფელში: გირევი, დანო, დართლო, ნაკუდურთა, ჭონთიო და ფარსმა. 

    ♦ თუშეთის დაცული ლანდშაფტის მხარდაჭერა: Zrda აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან (TPLA) ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების, საზოგადოების ჩართულობისა და თუშეთში განსახორციელებელი პროექტების ეფექტურობის მხარდაჭერის მიზნით. მოცემული აქტივობის ფარგლებში, Zrda-მ  TPLA-ს პერსონალს ჩაუტარა სერტიფიცირებული პროფესიული ტრენინგები ტურიზმის მენეჯმენტში, ლიდერობასა და პროექტის მენეჯმენტში, აგრეთვე ფინანსების მოძიებისა და დონორებთან ურთიერთობის მენეჯმენტში, მართვის აკადემიის ხელმძღვანელობით. ტურიზმის მდგრადი განვითარების ფარგლებში, ზრდამ თავისი კონტრაქტორი კომპანიის მეშვეობით უზრუნველყო მზის პანელების პროექტირება, მიწოდება და მონტაჟი და თუშეთში პირველი 18,5 კვ. მ. სამაცივრე საცავის მოწყობა, რომელიც სრულიად მზის ენერგიით მუშაობს. უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდება და ცივი შენახვის ობიექტები ადგილობრივ მოსახლეობას ტურისტული სეზონის განმავლობაში რძის პროდუქტების შენახვაში შეუწყობს ხელს. კონტრაქტორი კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს ადგილობრივი თანამშრომლების გადამზადებაზე და მათ მოწყობილობის ოპერირებას შეასწავლის. 

    ♦ COVID-19 პანდემიაზე რეაგირება: Zrda-მ COVID-19 პანდემიის საპასუხოდ, 2020 წლის ივნისში წამოიწყო საინფორმაციო კამპანია ტურიზმის სექტორში მომუშავე სასტუმროების,  რესტორნების,  გიდებისა და ტურ–ოპერატორებისათვის მთავრობის რეგულაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. კამპანიის ფარგლებში, Zrda-მ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით შეიმუშავა და დაბეჭდა საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც მოხალისეებმა აღნიშნულ დაწესებულებებში დაარიგეს.  ამის შემდგომ, Zrda-მ  და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახორციელეს საინფორმაციო კამპანია „იმოგზაურე საქართველოში“, რომელიც გამიზნული იყო სტუმართმოყვარეობის სექტორის წარმომადგენელი ბიზნესებისთვის Zrda-ს სამიზნე მუნიციპალიტეტებში ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად. მოცემული აქტივობის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულმა მოხალისეებმა კარ–და–კარის პრინციპით Zrda-ს სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და თემებში შემოიარეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი 1200-მდე ბიზნესი (ადგილობრივი ბიზნეს-ოპერატორები, სასტუმროები/საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები და ა.შ.) და გაავრცელეს ბროშურები განახლებული რეგულაციების/რეკომენდაციების შესახებ. 

    ♦ ბუტიკური არდადეგებო საქართველოში: Zrda მხარს უჭერს საქართველოში ბუტიკური სტილის საოჯახო სასტუმროს მომსახურების განვითარებას, არაკომერციული იურიდიული პირის „პარტნიორები ტურიზმისთვის“ მიერ მიმდინარე კამპანიის „Boutique Holidays in Georgia” ფარგლებში. ამ მიზნით, Zrda-მ კონკურსის საფუძველზე, შეარჩია მის სამიზნე რეგიონში მდებარე ერთ–ერთი სასტუმრო, რომელსაც უსაფრთხოებისა და მომსახურების ყველა სტანდარტის გათვალისწინებით სანიმუშე ბუტიკურ სასტუმროდ გარდაქმნის. ამ სასტუმროს მოდელის შემქნით,  პროექტი მიზნად ისახავს ბუტიკური ტიპის სასტუმროს, როგორც ახალი ტურისტული პროდუქტის, საბოლოო სახის დემონსტრირებას და მცირე მეწარმეების წახალისებას, რათა მათი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დანერგონ სათანადო სტანდარტი. COVID პანდემიის გავრცელების საშიშროებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოჯახურ შვებულებებს. ამის საპასუხოდ, შემდგომი აქტივობის სახით, დაგეგმილია სასტუმროების გაყიდვების პლატფორმაში ბუტიკის სასტუმროს ჩართვა, რის შედეგადაც, სასტუმროები განთავსდება ონლაინ პორტალზე, შესაბამისი ფასებით და ხელმისაწვდომი იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო  ტურისტებისთვის.

      

     

    ნანახია 11617 ჯერ
  • Zrda პროექტის სამიზნე სექტორი: სოფლის მეურნეობის განვითარება
    Zrda პროექტის სამიზნე სექტორი: სოფლის მეურნეობის განვითარება

    სასოფლო–სამეურნეო სექტორში პროგრამა მიზნად ისახავს სოფლად საოჯახო მეურნეობების დახმარებას, რათა გაიზარდოს მათი პროდუქტიულობა და შემოსავალი. ეს განსაკუთრებით ეხება სოფლის მეურნეობის შემდეგ სამ პრიორიტეტულ სექტორს: ბოსტნეულის, ხილის (კენკროვანი) და მეფუტკრეობა/თაფლის წარმოებას. საქმიანობები, რომლებიც მიმართულია წარმოების ახალი და გაუმჯობესებული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობისაკენ, ტექნიკური დახმარებისა და ფერმერებისათვის ტრენინგების ჩატარებისაკენ, საბაზრო კავშირების ხელშეწყობისაკენ და ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისაკენ დაეხმარება ფერმერებს გააუმჯობესონ პროდუქტიულობა და მოსავალი და გაზარდონ შემოსავალი. გარდა ამისა, პროგრამა ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო სფეროში საკონსულტაციო მომსახურების გამწევი საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციების შესაძლებლობებისა და პოტენციალის განვითარებას და პროფესიული ტრენინგების ჩატარებას ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, რაც დაეხმარება სოფლის მოსახლეობას გაზარდოს შემოსავლის წყაროების მრავალფეროვნება და გახდის მათ კონკურენტინარიანებს დასაქმების ბაზარზე. და ბოლოს, Zrda მჭიდროდ თანაშრომლობს ფერმერთა ორგანიზაციებთან, როგორიცაა საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ინდივიდუალურ და კოოპერატიულ მწარმოებლებთან და საბითუმო და საცალო შემსმყიდველებთან, რათა ხელი შეუწყოს სტანდარტების გაუმჯობესებასა და სერტიფიცირების პროცესს, რაც გაზრდის სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონკურენტუნარიანობას.

    • საწარმოო ჯაჭვები
    • Zrda-ს პრიორიტეტული ინიციატივები:

    Zrda, წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, ხელს უწყობს რამდენიმე საწარმოო ჯაჭვის განვითარებას, მათ შორის: მეხილეობა - კენკრა (მარწყვი, ჟოლო, მაყვალი და მოცვი) და კურკოვანი და თესლოვანი ხილი (ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ალუბალი); მებოსტნეობა (ბროკოლი, კიტრი, ბადრიჯანი, პომიდორი, წიწაკა, სალათის ფურცელი) და მეფუტკრეობა. პროექტის დაწყებიდან დღემდე Zrda-ს მხარდაჭერით მოეწყო 128 ღია და 105 სასათბურე სადემონსტრაციო ნაკვეთი, 8 მეფუტკრეობის კოოპერატივი, 29 მეფუტკრეობის ფერმა, 41 ცივი საწყობი, ხილისა და ბოსტნეულის 4 საშრობი.   ყოველივე ეს საშუალებას აძლევს ფერმერებს აწარმოონ, დაამუშაონ და შეინახონ მაღალი ხარისხის ხილი, ბოსტნეული, ნერგები, ბოსტნეულის ჩითილები, კენკრა და თაფლი Zrda პროექტის სამიზნე თემებში: შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლისა და კახეთის (ახმეტის მუნიციპალიტეტი) რეგიონებში.

    მეხილეობა და მებოსტნეობა: Zrda-ს მთავარი მიზანია სოფლის მეურნეობის სფეროში მაღალი ხარისხის ხილისა და ბოსტნეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობა.  პროექტი ასევე აუმჯობესებს ფერმერთა და საწარმოო ჯაჭვში ჩართული სხვა სუბიექტების ბაზრებზე წვდომას. Zrda-ს სამიზნე ბენეფიციარების მხრიდან, თავის მცირე ნაკვეთებზე აღნიშნულ სექტორებში თუნდაც მცირეოდენი ინვესტიციის ჩადებას, შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ოჯახების შემოსავლები. ამ მიდგომასთან ერთად, Zrda მიზნად ისახავს ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ხილისა და ბოსტნეულის ადგილობრივი ბაზრისთვის, რაც  ე.წ. „სანიმუშო სასოფლო-სამერნეო პრაქტიკა” (GAP) სასერტიფიკაციო სისტემაში მდგომარეობს, რომელიც წარმოადგენს ხარისხის წარმოების მკაფიო სტანდარტს და ხარისხიანი პროდუქციის საბაზრო პოზიციონირების როლს შეასრულებს.

    მეფუტკრეობა: სოფლის მეურნეობის სფეროში Zrda-ს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მეფუტკრეობის მრავალფეროვანი პროდუქტების წარმოების გაზრდა და მისი ხარისხის ამაღლება ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე.  თაფლის წარმოების ზრდასთან ერთად Zrda ასევე ფოკუსირდება ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის დედა ფუტკრების გამოყვანასა და გამრავლებაზე, ფუტკრის რძის წარმოებაზე და სხვა. ამ საწარმოო ჯაჭვში, ჩვენი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება მართვისა და მარკეტინგის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის კუთხით და მასთან ერთად მეფუტკრეობის კოოპერტივების ტექნიკური უნარ-ჩვევების ხელშეწყობის გზით.

    ინოვაციების & ახალი ტექნოლოგიების მხარდაჭერა:

    ♦  სათბურების მოწყობა: საქმიანობის დაწყებიდან დღემდე, Zrda-ს მხარდაჭერით ნერგების და ბოსტნეულის, მწვანილისა და ყვავილების წარმოების მიზნით მოეწყო სათბურის 70 სადემონსტრაციო ნაკვეთი შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და კახეთში (ახმეტის მუნიციპალიტეტი).

    ♦ კენკროვანი კულტურების სანერგეების მოწყობა: Zrda-მ 4 სამიზნე რეგიონში კენკროვანი კულტურების 6 კომერციული სანერგე/სადემონსტრაციო ნაკვეთი მოაწყო და ისინი აშშ-დან, სერტიფიცირებული მომწოდებლისგან, მიღებული 17,500 მაღალი ხარისხის ნერგით მოამარაგა.  მაგალითად, Zrda, შპს „აგრო აგორას“ დაეხმარა, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ რუხში, სამეგრელოს რეგიონში პირველი კომერციული მოცვის სანერგეს მოწყობაში. ამ ინიციატივის გასაძლიერებლად, Zrda ასევე უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით აგრონომიისა და სანერგეების ბიზნეს მოდელებთან დაკავშირებით. მთლიანობაში, რუხის მოცვის სანერგე, სრულად ამუშავების პირობებში,  ყოველწლიურად 100,000-მდე ახალი ნერგის წარმოებას შეძლებს.  აღნიშნული ინიციატივა ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დაიწყო - ამჟამადაც ცოცხალ კენკრასა და კენკროვანი კულტურების სხვადასხვა ნაწარმზე მოთხოვნა მიწოდებას აღემატება.

    ♦ სამაცივრე მეურნეობები: Zrda მხარს უჭერს სამიზნე თემებში მყოფ ფერმერებს, შექმნან ცივი საცავები, რაც მათ საშუალებას მისცემს, უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეინახონ ხილ-ბოსტნეული და გაყიდონ, როდესაც დაბაზრო ფასები მაღალია. აღსანიშნავია, რომ Zrda სუბსიდირებს 100 -130 ლარს კუბურ მეტრზე დამონტაჟებული ცივი საცავისთვის. საერთო ჯამში, Zrda გეგმავს 45 ცივი საცავის მოწყობას, რომელთა შენახვის შესაძლებლობა 1500 ტონა ხილი და ბოსტნეული იქნება.

    ♦ საშრობი ობიექტები: ეს დამატებითი აქტივობა Zrda-ს ბენეფიციარებს წარმოების დივერსიფიკაციის საშუალებას, რათა პროდუქტი უფრო მაღალ ფასად გაყიდონ არა სეზონზე. საერთო ჯამში, თავის სამიზნე თემებში Zrda ხელს შეუწყობს 7 საშრობი ობიექტის შექმნას, რომელთა წარმადობა იქნება დღეში დაახლოებით 700 კგ ჩირი.

    პროდუქციის რაოდენობისა და ხარისხის გაზრდა:

    ♦ საკონსულტაციო და საინფორმაციო ცენტრების პოტენციალის გაზრდა და განვითარება: Zrda ზრუნავს 17 საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის (ICCs) გაუმჯობესებაზე, უზრუნველყოფს რა მათ აღჭურვას საველე ლაბორატორიული ხელსაწყოების კომპლექტებით შემდეგ რეგიონებში: ზუგდიდში, წალენჯიხაში, ბოლნისში, მარნეულში, ახმეტაში, წალკაში, დუშეთში, ქარელში, გორში, ხაშურში, კასპში, ახალციხეში, ნინოწმინდაში, ასპინძაში, ახალქალაქში, ბორჯომსა და ადიგენში. აღნიშნული ლაბორატორიული ხელსაწყოების მობილური კომპლექტი ICC სპეციალისტებს საშუალებას აძლევს ფერმერებს მცენარეთა კვების, მავნებლებთან, ნიადაგის მჟავიანობასა (pH) და წყლის მინერალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე მიზანმიმართული სასარგებლო და პრაქტიკული დახმარება გაუწიონ და ამ გზით ხელი შეუწყონ მათ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში, მიწოდებული მომსახურების და გაყიდული პროდუქციით მიღებული შემოსავლის გაზრდაში. ICC სპეციალისტებისთვის Zrda-ს მიერ მიწოდებული ტრენინგებისა და სახელმძღვანელოების დახმარებით ICC ექსპერტები პროექტის სამიზნე რეგიონებში მომუშავე 50 ფერმერს დაეხმარნენ ფოთლის და ნიადაგის ანალიზების ჩატარებასა და დაავადებების იდენტიფიცირებაში. ინიციატივის მხარდასაჭერად Zrda-მ მოიზიდა MASHAV და USAID/Farmer to Farmer (F2F) ექსპერტები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკული საქმიანობის განსახორციელებლად და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოსაყენებლად, მოსავლიანობის გაზრდისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

    ♦ კერძო სექტორის მხარდაჭერა ფერმერთა მომსახურების ცენტრებისთვის (FSC): Zrda-მ მხარი დაუჭირა კერძო სექტორში მომუშავე ფერმერთა მომსახურების რვა ცენტრს (FSC), აღჭურვა რა თითოეული მათგანი საველე ლაბორატორული ტესტირების ინსტრუმენტებით და მათ მემცენარეობის ახალი ტექნოლოგიები გააცნო. ფერმერთა მომსახურების ცენტრებში დანერგა ახალი სერვისი, საინფორმაციო საკონსულტაციო პაკეტების სახით. Zrda იწვევს სოფლის მეურნეობის პროფესიული ცენტრების სტუდენტებს FSC-ში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ FSC-ის ექსპერტებთან ერთად განახორციელონ საკონსულტაციო ვიზიტები ფერმერებთან. 

    ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა:

    ♦  მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“: Zrda-მ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიასთან (GFDC) და "აჭარა ჯგუფთან" ერთად თანამშრომლობით შექმნა მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“. „აგრონავტი“, მარტივი და მოქნილი ელექტრონული სისტემაა, რომელიც ფერმერს საკუთარი ნაწარმის გასაღების, ახალი ბაზრის მოძიებისა და კავშირების დამყარების საშუალებას აძლევს. „აგრონავტი“-ს აპლიკაციას 5500-მდე დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც გარკვეულ საწევრო გადასახადს იხდიან პლატფორმის საოპერაციო ხარჯების დასაფარად და პროექტის მდგრადი განვითრებისთვის. ფერმერები რეგულარულად აახლებენ ინფორმაციას საკუთარი პროდუქტის შესახებ და ჩართულები არიან მის გასაღებაში. GFDC აგროვებს და ანაწილებს საკმაოდ დიდი მოცულობის ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტებს „აჭარა გრუპის“ სასტუმროებსა და რესტორნებში, მათ შორის პროდუქციის დიდი რაოდენობა წარმოებულია Zrda–ს სამიზნე თემებში.  აპლიკაციის შექმნიდან დღემდე, მისი მეშვეობით, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიამ ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული 4.4 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია მიიღო და გაყიდა. ამასთან აპლიკაცია ფერმერებს აწვდის დარგის მნიშვნელოვან სტატისტიკას, ამინდის პროგნოზს, სერტიფიცირების საშუალებას, აგრონომიულ დაზღვევას, და სხვა შეთავაზებებსა თუ შესაძლებლობებს.

    ♦ Kalo.ge: USAID/Zrda-ს და კრედო ბანკის მხარდაჭერით, Zrda-ს პარტნიორმა ორგანიზაციამ - "ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" (RDFG), შექმნა ონლაინ პლატფორმა www.kalo.ge.  www.kalo.ge  წარმოადგენს ფერმერებისთვის განკუთვნილ ონლაინ მაღაზიასა და მომსახურების ინტერნეტ სივრცეს. პლატფორმის მეშვეობით ვრცელდება საგანმანათლებლო ინფორმაცია და ვიდეო ინსტრუქციები, ფერმერები იღებენ აგრო კონსულტაციებს და წვდომა აქვთ აგროკალენდართან. ამასთანავე www.kalo.ge -ზე შესაძლებელი იქნება კრედო ბანკის სესხზე და სხვა ფინანსურ პროდუქტებზე განაცხადის შევსებაც.

    ♦ ქართული სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის (GAP) სერტფიცირება: საქართველო მყარი ნაბიჯებით მიიწევს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, შესაბამისად  ადგილობრივი ფერმერების და აგრობიზნესის შესაძლებლობები ნელ-ნელა იზრდება. თუმცა, წარმოების პრაქტიკის განახლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როგორიც არის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით (DCFTA) ევროკავშირთან დადგენილი წესით, ქართველი ფერმერების ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული ყველა მეურნეობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა მოითხოვს ძვირადღირებულ ინვესტიციებს, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენას. ამ  წინააღმდეგობების აღმოსაფხვრელად, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) და USAID-ის პროექტი Zrda საქართველოში 2016 წლიდან თანამშრომლობენ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორთან,  ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით. ამ ერთობლივი ინიციატივის ძირითადი მიზანია GFA-სთვის "ქართული სანიმუშო სასოფლო–მეურნეობის პრაქტიკის სასერტიფიკაციო სისტემის" (GeoGAP) დანერგვა. სასერტიფიკაციო სისტემა ხელს შეუწყობს ქართველ ფერმერებს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და ევროპულ ნორმებთან დაახლოებაში, ასევე გაიზრდება ადგილობრივი ბრენდების აღიარება შიდა ბაზარზე. სასერტიფიკაციო სისტემა განსაკუთრებით სასარგებლოა მომსახურების სექტორში, რადგან ის უზრუნველყოფს ადგილობრივი პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტს. ფერმერები, რომლებიც მიაღწევენ GeoGAP სტანდარტებს, შეძლებენ პროდუქციის მიწოდებას საქართველოში მოქმედ ცნობილ სასტუმროებსა და რესტორნებში. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ აღიარა GeoGap სტანდარტი და აქტიურად უწევს სასერტიფიკაციო სისტემის პოპულარიზაციას შიდა ბაზრის ისეთი მაღალი ღირებულების მყიდველებს შორის, როგორიც არის მაგალითად,  „აჭარა ჯგუფის“ სასტუმროების ქსელი. ამჟამად, GFA, „აჭარა ჯგუფი“ და საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია ერთიანი ძალისხმევით მუშაობენ საქართველოს მასშტაბით, ზემოხსენებული სასერტიფიკაციო სტანდარტის ხელშესაწყობად, უპირველესად Zrda-ს სამიზნე თემებზე აქცენტირებით. როგორც დამატებითი სარგებელი, GeoGAP სისტემა არ იქნება რომელიმე კერძო ფირმისთვის საკუთრება. უფრო მეტიც, იგი შექმნილია როგორც ფართო სასერთიფიკატო პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ხილისა და ბოსტნეულის სექტორის ყველა აქტორისათვის, რომელთაც სურთ და დაინტერესებულნი არიან განაახლონ თავიანთი წარმოება სასერტიფიკაციო სტანდარტების შესაბამისად.

    ♦ საბაზრო კავშირები: „ქართულ აგროსახლთან“ გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე,  Zrda-ს ბენეფიციარი ფერმერები მონაწილეობენ საქართველოს აგრო-სახლის მიწოდების ჯაჭვში და ხელს უწყობენ ხილისა და ბოსტნეულის მაღალხარისხიანი ბაზრების გავითარებას, პროექტის 17 სამიზნე მუნიციპალიტეტში. ეს სასოფლო-სამეურნეო კულტურებია: პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა, მწარე წიწაკა და სტაფილო. მაგალითისათვის, Zrda-მ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ერთობლივად, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიასთან და აჭარა ჯგუფთან პარტნიორობით შექმნეს მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“, რომელიც ფერმერებს პროდუქტის რეალიზებაში, ახალი ბაზრის მოძიებისა და სავაჭრო კავშირების დამყარებაში ეხმარება. შექმნიდან დღემდე, მისი მეშვეობით, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიამ ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული 4.4 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია მიიღო და გაყიდა.

    ♦ მოსავლის აღების შემდგომი პროცედურების გაუმჯობესება: საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია (GLA), Zrda-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს უზრუნველყოს „მოსავლის აღების შემდგომი პროცედურების  ტრენინგ კურსი“-ს (PHHM) მდგრადობა და მისი დადებითი გავლენა მოსავლის აღების შემდგომი პროცედურების გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით, ის ხელს უწყობს ისეთ დაინტერესებულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, როგორებიცაა: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ახალციხე), ევრორეგიონული პედაგოგიური უნივერსიტეტი (გორი) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (თბილისი) - აგრონომიული ფაკულტეტების სილაბუსების მოდიფიცირებასა და მათ სასწავლო პროგრამებში PHHM-ის მოდულების გათვალისწინებას.

    ნანახია 17994 ჯერ
ზემოთ

სიახლეების არქივი

« მარტი 2021 »
ორშ. სამ. ოთხ ხუთ. პარ შაბ. კვი.
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
© ZRDA Activity in Georgia
*The contents are the responsibility of Chemonics International and do not necessarily reflect the views of USAID or the United States Government.
პროგრამის შესახებ