„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“ -ს ერთობლივი პროექტით გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება!
„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროგრამა - „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ - მიზნად ისახავს ახალი საწარმოების დაფინანსებას და ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესების წამოიწყებას საოკუპაციო გამყოფი ზოლის (აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი) მიმდებარე სოფლებში. პროექტს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს.
სტარტაპერებისთვის „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID/Zrda“-ს ერთობლივ პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება „სტარტაპ საქართველოს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.startup.gov.ge უკვე შესაძლებელია.