• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • პროგრამის შესახებ
    • ტურიზმის განვითარება
    • სოფლის მეურნეობის განვითარება
    • ერთობლივი პროექტები
  • სიახლეები
    • პრეს-რელიზები
    • პუბლიკაციები
    • ფოტო-გალერეა
    • ვიდეო-გალერეა
    • დონორი ორგანიზაციები
    • ბაზრის კვლევის ანალიზი
    • სასარგებლო რესურსები
  • შესაძლებლობები
  • პარტნიორები
  • კონტაქტი
  • ბმულები
  • გაზიარება ქართ.
  • ქართული
  • English
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • პროგრამის შესახებ
    • ტურიზმის განვითარება
    • სოფლის მეურნეობის განვითარება
    • ერთობლივი პროექტები
  • სიახლეები
    • პრეს-რელიზები
    • პუბლიკაციები
    • ფოტო-გალერეა
    • ვიდეო-გალერეა
    • დონორი ორგანიზაციები
    • ბაზრის კვლევის ანალიზი
    • სასარგებლო რესურსები
  • შესაძლებლობები
  • პარტნიორები
  • კონტაქტი
  • ბმულები
  • გაზიარება ქართ.
"ტაბლას" კრებული უკვე ბიბლუსშია "ტაბლას" კრებული უკვე ბიბლუსშია

"ტაბლას" კრებული უკვე ბიბლუსშია

დაწერა: Super User

გაცნობებთ სასიამოვნო სიახლეს და გატყობინებთ, რომ კულინარიული წიგნების: „მესხური ტაბლა“, „ქისტური ტაბლა“ და „თუშური ტაბლა“, შეძენა უკვე შესაძლებელია მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსი“ 25 ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ხოლო „კოლხური ტაბლა“ კი სულ მალე ჩაეშვება გაყიდვაში! 

ონლაინ შესაძენად გადადით ბმულებზე:
https://biblusi.ge/products/book/kisturi-tabl/
https://biblusi.ge/products/book/tushuri-tabl/

დატოვეთ პირველი კომენტარი!
Read more
ხელნაკეთი ნივთების საახალწლო გამოფენა ხელნაკეთი ნივთების საახალწლო გამოფენა

ხელნაკეთი ნივთების საახალწლო გამოფენა

დაწერა: Super User

24-31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია USAID-ის პროექტი Zrda საქართველოში მხარდაჭერით,  სავაჭრო გალერეა „მერანში“ მართავს საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შექმნილი მაღალი ხარისხის საახალწლო დეკორაციები!

გამოფენა-გაყიდვის მიზანია ტრადიციული ხელობების ტექნიკის პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებაში ოსტატების ცნობადობის ამაღლება, კოვიდ-19 პანდემიის პირობებში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და რეგიონებში მოღვაწე არტიზანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება!

დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ რეწვის ასოციაციის და ონლაინ მაღაზია ეთნოდიზაინის სოციალური მედია გვერდები:

www.facebook.com/ethnodesignsocielshop I www.facebook.com/heritage.craft2015/

დატოვეთ პირველი კომენტარი!
Read more
სოციალურ მედია კამპანია #დაეხმარეადგილობრივს სოციალურ მედია კამპანია #დაეხმარეადგილობრივს

სოციალურ მედია კამპანია #დაეხმარეადგილობრივს

დაწერა: Super User

#დაეხმარეადგილობრივს - USAID/Zrda პროექტის ფარგლებში ვიწყებთ ახალ სოციალურ მედია კამპანიას, რათა ამ რთულ პერიოდში შევძლოთ საქართველოს რეგიონებში არსებული მცირე ბიზნესების დახმარება!

ჩვენი კამპანიის ფარგლებში გაიცნობთ და შეძლებთ მხარი დაუჭიროთ მეწარმეებს, ფერმერებს, რეწვის ოსტატებს, ტურ-ოპერატორებს, და სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში ჩართულ ადამიანებს, რომლებიც გვთავაზობენ თავიანთ დამზადებულ პროდუქციას და სხვადასხვა ინოვაციურ სერვისებს.

შევიძინოთ ჩვენი მეწარმეების პროდუქტები და დავეხმაროთ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები, მიღებული შემოსავლებით კი დაეხმარონ თავიანთ ოჯახებს, რეგიონსა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. 

დატოვეთ პირველი კომენტარი!
Read more
ახალი შესაძლებლობები "აგრონავტისთვის" ახალი შესაძლებლობები "აგრონავტისთვის"

ახალი შესაძლებლობები "აგრონავტისთვის"

დაწერა: Super User

ონლაინ ტექნოლოგიების წარმატებისათვის ინოვაციებსს უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამ თვალსაზრისით USAID Zrda –ს მხარდაჭერით საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთნ ერთად შექმნილმა აპლიკაციამ –„ აგრონავტი“ კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა. აგრო ბიზნესის ამ ციფრულმა პროგრამამ, რომელიც უკვე ძალიან დიდი  პოპულარობით სარგებლობს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კონკურსში გაიმარჯვა და 100 000 ლარის ფინანსური ჯილდო მიიღო, რათა კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი აპლიკაციის ინტეგრაციას ხელმისაწვდომობას ქართულ და უცხოურ ბაზრებზე.

ცნობისათვის, აპლიკაციამ მოიზიდა დამატებითი ინვესტიციები, რათა 30%–თ გაეზარდა იმ აგრო–ბიზნესის წარმომადგენელთა შემოსავლები, რომელთაც კარგად გათვლილი ბიზნეს გეგმა და გამოცდილი მმართველი გუნდი ჰყავთ.

Zrda -მ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიასთან (GFDC) და "აჭარა ჯგუფთან" ერთად თანამშრომლობით შექმნა მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“. „აგრონავტი“, მარტივი და მოქნილი ელექტრონული სისტემაა, რომელიც ფერმერს საკუთარი ნაწარმის გასაღების, ახალი ბაზრის მოძიებისა და კავშირების დამყარების საშუალებას აძლევს. ამასთან აპლიკაცია ფერმერებს აწვდის დარგის მნიშვნელოვან სტატისტიკას, ამინდის პროგნოზს, სერტიფიცირების საშუალებას, აგრონომიულ დაზღვევას, და სხვა შეთავაზებებსა თუ შესაძლებლობებს. „აგრონავტი“-ს აპლიკაციას 5500-მდე დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც გარკვეულ საწევრო გადასახადს იხდიან პლატფორმის საოპერაციო ხარჯების დასაფარად და პროექტის მდგრადი განვითრებისთვის. ფერმერები რეგულარულად აახლებენ ინფორმაციას საკუთარი პროდუქტის შესახებ და ჩართულები არიან მის გასაღებაში. GFDC აგროვებს და ანაწილებს საკმაოდ დიდი მოცულობის ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტებს „აჭარა გრუპის“ სასტუმროებსა და რესტორნებში, მათ შორის პროდუქციის დიდი რაოდენობა წარმოებულია Zrda–ს სამიზნე თემებში.  აპლიკაციის შექმნიდან დღემდე, მისი მეშვეობით, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიამ ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული 4.4 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია მიიღო და გაყიდა.

დატოვეთ პირველი კომენტარი!
Read more
რეწვის სახელოსნოების ონლაინ ფესტივალი რეწვის სახელოსნოების ონლაინ ფესტივალი

რეწვის სახელოსნოების ონლაინ ფესტივალი

დაწერა: Super User

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ 10-17 ოქტომბერს, USAID Zrda-ს მხარდაჭერით, „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინ ფესტივალი“ გამართა. ფესტივალი ტრადიციული ხელობების ტექნიკის დოკუმენტალიზაციას, პოპულარიზაციას და ფართო საზოგადოებაში ოსტატების ცნობადობის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

ტრადიციული რეწვის ფესტივალის ონლაინ ფორმატი წარმოადგენს COVID-19 პანდემიის გამოძახილს, რაც ღონისძიების და მასში მონაწილე ოსტატების თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. Zrda-ს მხარდაჭერით, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ შეძლო სწრაფად მოეხდინა ახალ ბიზნეს რეალობასთან ადაპტაცია და  მოამზადა 14 ვიდეო რგოლი,  რომელიც Zrda-ს სამიზნე რეგიონებში მოღვაწე არტიზანების ისტორიას მოიცავდა. მთლიანობაში კი ფესტივალმა თავი მოუყარა ხუთ სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე მოწინავე ხელოვანებს, რათა მათი სახელოსნოები, ვიდეო-მასტერკლასები (ქვაზე კვეთა, კერამიკული მარნის დამზადება, ზარის ჩამოსხმა, თელვა, ჩითის და ფარდაგის ქსოვა, ინკრუსტაცია, ტიხრული მინანქარი და სხვა),საინტერესო ისტორიები წარმოეჩინა და საზოგადოებისთვის მათთან ონლაინ შეხვედრის და სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა.

ფესტივალის ნაწილი გაზიარდა ლონდონის რეწვის კვირეულის ფარგლებში გამართული Create Day-ის პლატფორმაზე, ასევე საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციების Michelangelo Foundation და World Crafts Council/Europe-ის სოციალურ ქსელებზე. Create Day ეს გახლავთ ახალი ინტერაქტიული პლატფორმა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გადმოსცემს ადამიანთა უსასრლო ნიჭის, ფანტაზიის, მრავალფეროვნებისა და არტისტულ უნარებს მსოფლიოს მასშტაბით.

დატოვეთ პირველი კომენტარი!
Read more
საინფორმაციო ტური სამცხე–ჯავახეთში საინფორმაციო ტური სამცხე–ჯავახეთში

საინფორმაციო ტური სამცხე–ჯავახეთში

დაწერა: Super User

პანდემიის შემდგომ დარგის აღდგენისა და შიდა ტურიზმის ხელშესაწყობად, ასევე ქართული ტურისტული კომპანიებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული ახალი ტურისტული პროდუქტების შემუშავებისა და განვითარებისთვის მიზნით, USAID Zrda–ს მხარდაჭერით სამცხე–ჯავახეთის რეგიონში საინფორმაციო–გაცნობითი ტური მოეწყო. ღონისძიებაში 13–მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც უცნობი ტურისტული მარშრუტები მოინახულეს და ახალ, ტრადიციულისგან განსხვავებულ ტურისტულ მომსახურებებს გაეცნენ.

მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქებას და ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა მხარდაჭერას, რათა ახალ რეალობაზე მოგრებით შეიმუშავონ უნიკალური და საინტერესო მომსახურება და მარშრუტები და ამ გზით შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა.

სანცხე–ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასა (DMO) და ბიზნეს სექტორს შორის კავშირის გასამყარებლად, საინფორმაციო ტურის ფარგლებში, Zrda–მ მოაწყო შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის  DMO–სა და წამყვან ქართულ ტურ–ოპერატორებს შორის, სადაც მხარეებმა იმსჯელეს და განსაზღვრეს დარგის პრიორიტეტები, გამოწვევების დაძლევის გზები და სამომავლოდ თანამშრომლობის შესაძლებლობები.

 
 
 
დატოვეთ პირველი კომენტარი!
Read more

კიდევ...

საინფორმაციო ტური თუშეთში

საინფორმაციო ტური თუშეთში

ყველის, თაფლისა და ჩაის ფესტივალი

ყველის, თაფლისა და ჩაის ფესტივალი

აშშ-ს ელჩი დეგნანი სტუმრად გოცას მარანში

აშშ-ს ელჩი დეგნანი სტუმრად გოცას მარანში

USAID მისიის დირექტორის ვიზიტი ბაბანეურში

USAID მისიის დირექტორის ვიზიტი ბაბანეურში
  • წინა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • შემდეგი
  • დასრულება
გვერდი 1 სულ 12

სიახლეების არქივი

« იანვარი 2021 »
ორშ. სამ. ოთხ ხუთ. პარ შაბ. კვი.
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
© ZRDA Activity in Georgia
*The contents are the responsibility of Chemonics International and do not necessarily reflect the views of USAID or the United States Government.
Zrda-ს საინფორმაციო ტური თუშეთში