შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა USAID/Zrda-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა და გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მდებარე საგანმანათლებლო და ტურისტული ობიექტები გააცნო! მოწვეულმა სტუმრებმა შემდეგი ადგილები დაათვალიერეს: გორის ციხის ფერდობზე აღმოჩენილი ნაქალაქარი; ახლად რეაბილიტირებული წერეთლის ქუჩა; ლომჭაბუკის სკვერი; გალაკტიონის ხეივანი და ტატულაშვილის სახელოსნო; გარდა ამისა Zrda-ს წარმომადგენლები შიდა ქართლის სოფლებში, ტირძნისსა და ერგნეთში შემოქმედებითი წრეების გაკვეთილებს დაესწრნენ.