• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • პროგრამის შესახებ
    • ტურიზმის განვითარება
    • სოფლის მეურნეობის განვითარება
    • ერთობლივი პროექტები
  • სიახლეები
    • პრეს-რელიზები
    • პუბლიკაციები
    • ფოტო-გალერეა
    • ვიდეო-გალერეა
    • დონორი ორგანიზაციები
    • ბაზრის კვლევის ანალიზი
    • სასარგებლო რესურსები
  • შესაძლებლობები
  • პარტნიორები
  • კონტაქტი
  • ბმულები
  • გაზიარება ქართ.
  • ქართული
  • English
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • პროგრამის შესახებ
    • ტურიზმის განვითარება
    • სოფლის მეურნეობის განვითარება
    • ერთობლივი პროექტები
  • სიახლეები
    • პრეს-რელიზები
    • პუბლიკაციები
    • ფოტო-გალერეა
    • ვიდეო-გალერეა
    • დონორი ორგანიზაციები
    • ბაზრის კვლევის ანალიზი
    • სასარგებლო რესურსები
  • შესაძლებლობები
  • პარტნიორები
  • კონტაქტი
  • ბმულები
  • გაზიარება ქართ.
რეწვის სახელოსნოების ონლაინ ფესტივალი რეწვის სახელოსნოების ონლაინ ფესტივალი

რეწვის სახელოსნოების ონლაინ ფესტივალი

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ 10-17 ოქტომბერს, USAID Zrda-ს მხარდაჭერით, „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინ ფესტივალი“ გამართა. ფესტივალი ტრადიციული ხელობების ტექნიკის დოკუმენტალიზაციას, პოპულარიზაციას და ფართო საზოგადოებაში ოსტატების ცნობადობის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

ტრადიციული რეწვის ფესტივალის ონლაინ ფორმატი წარმოადგენს COVID-19 პანდემიის გამოძახილს, რაც ღონისძიების და მასში მონაწილე ოსტატების თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. Zrda-ს მხარდაჭერით, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ შეძლო სწრაფად მოეხდინა ახალ ბიზნეს რეალობასთან ადაპტაცია და  მოამზადა 14 ვიდეო რგოლი,  რომელიც Zrda-ს სამიზნე რეგიონებში მოღვაწე არტიზანების ისტორიას მოიცავდა. მთლიანობაში კი ფესტივალმა თავი მოუყარა ხუთ სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე მოწინავე ხელოვანებს, რათა მათი სახელოსნოები, ვიდეო-მასტერკლასები (ქვაზე კვეთა, კერამიკული მარნის დამზადება, ზარის ჩამოსხმა, თელვა, ჩითის და ფარდაგის ქსოვა, ინკრუსტაცია, ტიხრული მინანქარი და სხვა),საინტერესო ისტორიები წარმოეჩინა და საზოგადოებისთვის მათთან ონლაინ შეხვედრის და სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა.

ფესტივალის ნაწილი გაზიარდა ლონდონის რეწვის კვირეულის ფარგლებში გამართული Create Day-ის პლატფორმაზე, ასევე საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციების Michelangelo Foundation და World Crafts Council/Europe-ის სოციალურ ქსელებზე. Create Day ეს გახლავთ ახალი ინტერაქტიული პლატფორმა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გადმოსცემს ადამიანთა უსასრლო ნიჭის, ფანტაზიის, მრავალფეროვნებისა და არტისტულ უნარებს მსოფლიოს მასშტაბით.

ზემოთ

სიახლეების არქივი

« მარტი 2021 »
ორშ. სამ. ოთხ ხუთ. პარ შაბ. კვი.
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
© ZRDA Activity in Georgia
*The contents are the responsibility of Chemonics International and do not necessarily reflect the views of USAID or the United States Government.
ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინ ფესტივალი