ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა
პროექტის მიზნები
- ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია
- ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება
- ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა
- მოსახლეობის დასაქმება და მათი სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
პროგრამის მიდგომა
- ფინანსური დახმარება
- მანქანა–დანადგარების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გადაცემა
- ტექნიკური დახმარება
- მონიტორინგი
სამიზნე ჯგუფები
- პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილის მქონე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), გარდა სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებისა ან/და ამ უკანასკნელთა წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა.
დაფარვის ზონა ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით
პროგრამის ხანგრძლივობა სამი წელი: 01.2016-01.2019
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით
თბილისი 0159,
ახმეტელის ქ. 10ა
+995 032 2470101
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.