კონკურსი სოფლის მეურეობის სერვისის მიმწოდებელთა ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი და მისი პარტნიორი ორგანიზაცია, კავშირი „აგროსერვისი“ - „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო სამეურნეო მუნიციპალიტეტებში“ პროგრამის ფარგლებში, აცხადებენ კონკურს რომელიც ითვალისწინებს სასოფლო სამეურნეო სერვისის მიმწოდებელთა ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას. პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის მიერ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPARD), პროგრამის ფარგლებში.
პროექტის მიზნები
- სასოფლო სამეურნეო მომსახურების მიმწოდებელთა მხარდაჭერას, რათა მათ განავითარონ და გააფართოვონ წვრილ ფერმერთათვის მისაწოდებელი სერვისები
- კოოპერატივების განვითარება და მათი მხარდაჭერა
- პარტნიორობის ხელშეწყობა
პროგრამის მიდგომა
- საინვესტიციო მხარდაჭერა
სამიზნე ჯგუფები
- მიმწოდებელი, რომელიც მოქმედებს როგორც ბიზნეს ერთეული, რომელიც ემსახურება წვრილ ფერმერებს, აგრო-ბიზნესების განვითარებასა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს
დაფარვის ზონა
- შიდა ქართლი
- ქვემო ქართლი
- კახეთი
- სამცხე-ჯავახეთი
- იმერეთი
პროგრამის ხანგრძლივობა მიდინარე 07. 2016 დან (საიტზე განთავსებულ აპლლიკაციაში მითითებულია, რომ აპლიკაცია უნდა შეივსოს არაუგვიანეს 2016 წლის პირველ აგვისტოს)
დამატებითი ინფორმაციის და კითხვებზე პასუხების მისაღებად აღნიშნული ინიციატივის და პროგრამის შესახებ
შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.