ახალი კორონავირუსის ინფექციით (COVID-19) შექმნილი ვითარების საპასუხოდ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და USAID/Zrda ერთობლივ საინფორმაციო კამპანიას ატარებენ.
ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში მოხალისეები საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთვნენ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონიდან.
საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნეს-ოპერატორებისთვის, სასტუმროებისათვის/საოჯახო სასტუმროებისათვის, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისათვის და ა.შ. რეკომენდაციებისა და რეგულაციების შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდებას.
9 ივლისს მოხალისეებმა საინფორმაციო კამპანია დაიწყეს კარდაკარ შემოვლის პრინციპით USAID/Zrda პროექტის სამიზნე რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და თემებში.