• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • პროგრამის შესახებ
    • ტურიზმის განვითარება
    • სოფლის მეურნეობის განვითარება
    • ერთობლივი პროექტები
  • სიახლეები
    • პრეს-რელიზები
    • პუბლიკაციები
    • ფოტო-გალერეა
    • ვიდეო-გალერეა
    • დონორი ორგანიზაციები
    • ბაზრის კვლევის ანალიზი
    • სასარგებლო რესურსები
  • შესაძლებლობები
  • პარტნიორები
  • კონტაქტი
  • ბმულები
  • გაზიარება ქართ.
  • ქართული
  • English
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • პროგრამის შესახებ
    • ტურიზმის განვითარება
    • სოფლის მეურნეობის განვითარება
    • ერთობლივი პროექტები
  • სიახლეები
    • პრეს-რელიზები
    • პუბლიკაციები
    • ფოტო-გალერეა
    • ვიდეო-გალერეა
    • დონორი ორგანიზაციები
    • ბაზრის კვლევის ანალიზი
    • სასარგებლო რესურსები
  • შესაძლებლობები
  • პარტნიორები
  • კონტაქტი
  • ბმულები
  • გაზიარება ქართ.
მოხალისეთა შერჩევა COVID-19 რეგულაციების გასავრცელებლად მოხალისეთა შერჩევა COVID-19 რეგულაციების გასავრცელებლად

მოხალისეთა შერჩევა COVID-19 რეგულაციების გასავრცელებლად

გამოქვეყნების თარიღი: 2020 წლის 10 ივნისი

წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 19 ივნისი.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა საქართველოში (შემდგომში "ზრდა") აქვეყნებს შეტყობინებას დაფინანსების შესაძლებლობაზე (NOFO), ზრდასა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანია სტარტაპ საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში.

განაცხადები წარდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2020 წლის 19 ივნისისა (18:00 სთ). დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.

სატელეფონო ზარები არ მიიღება.

ახალი კორონავირუსის ინფექციით (COVID-19) შექმნილი ვითარების საპასუხოდ, USAID/Zrda პროექტისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (GNTA) ერთობლივი ინიციატივის მოიცავს მოხალისეთა საინფორმაციო კამპანიაში ჩართვასა და ადგილობრივი ბიზნეს ოპერატორებისთვის (სასტუმროები/საოჯახო სასტუმროები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და სხვ.) რეკომენდაციებისა და რეგულაციების შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ინფორმაციის გავრცელების ეფექტური მექანიზმის შემუშავებას "ზრდა" პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და თემებში.

ყოველივე ეს ტურიზმის სექტორში ჩართულ ადგილობრივ ბიზნეს ოპერატორებს საშუალებას მისცემს ინფორმირებული იყვნენ უახლესი და განახლებული რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც შემუშავდა COVID-19-ის ინფექციით გამოწვეული პანდემიური ვითარების მართვისთვის და მისი შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის.

პროექტი "ზრდა" საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით გეგმავს შეიმუშავოს ინფორმაციის გავრცელების/მიწოდების მექანიზმი და "ზრდას" სამიზნე რეგიონებში/მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ადგილობრივები ჩართოს საინფორმაციო კამპანიაში.

ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად, პროექტის სამიზნე რეგიონებში/მუნიციპალიტეტებში შეირჩევა გარკვეული რაოდენობის მოხალისეები საინფორმაციო კამპანიაში ჩასართავად. შერჩეული მოხალისეების მოვალეობებს წარმოადგენს შემდეგი:

** მოხალისეთათვის განკუთვნილ ტრენინგში/საორიენტაციო შეხვედრაში მონაწილეობა;
** კარდაკარის პრინციპით საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობა შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში;
** "ზრდა" პროექტისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული დაბეჭდილი მასალებისა და ინფორმაციის გავრცელება;
** საინფორმაციოს კამპანიის მიმდინარეობისას უსაფრთხოების ზომებისა და წესების დაცვა;
** სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი დასტურის ფორმების შევსება და წარდგენა;
** მიღებული ინსტრუქციების შესრულება და ზედამხედველისთვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა.

მოხალისეთა რეკრუტირებისას უპირატესობა მიენიჭება ტურიზმის სექტორში ან მომიჯნავე დარგებში ჩართულ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ "ზრდას" სამიზნე რეგიონებში.

მოხალისეობრივ აქტივობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წლისა და ზემოთ ასაკის პირებს. "ზრდა" მოხალისეებს აუნაზღაურებს ლოგისტიკურ ხარჯებს დღიურად 15 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა). გადახდები შესრულდება მოხალისეობრივი სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოდგენილი სამუშაო აღრიცხვის ჟურნალის შესაბამისად. თითოეულ მოხალისეს წარედგინება ინდივიდუალური სამუშაო განრიგი. მოხალისეები აღჭურვილი იქნებიან უსაფრთხოების აქსესუარებით.

შერჩევის პროცესი: დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული აპლიკაციის ფორმა ქართულ ენაზე - https://forms.gle/CieDv422ghhLozFaA არაუგვიანეს 2020 წლის 19 ივნისისა.

მოხალისეების გადარჩევა მოხდება წარდგენილი აპლიკაციების საფუძველზე, ხოლო მოხალისეთა საბოლოო რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს პროექტი "ზრდა" საორიენტაციო პერიოდში ჩატარებული მოხალისეთა ტრენინგის საფუძველზე.

 
 
 
 
მიმაგრებული ფაილების ჩამოტვირთვა
  • Attachment Files (74 გადმოტვირთვები)
ზემოთ

სიახლეების არქივი

« იანვარი 2021 »
ორშ. სამ. ოთხ ხუთ. პარ შაბ. კვი.
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
© ZRDA Activity in Georgia
*The contents are the responsibility of Chemonics International and do not necessarily reflect the views of USAID or the United States Government.
მოხალისეთა შერჩევა COVID-19 რეგულაციების გასავრცელებლად