USAID/Zrda, პროექტის პარტნიორ „საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია“-სთან ერთად მხარი დაუჭირა და პირველად საქართველოში უმასპინძლა 30 წლიანი ისტორიის მქონე, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატის, „ბოკუზ დორი“-ს ეროვნულ შესარჩევ კონკურსს, რომელიც 2019 წლის 2 და 3 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, მე-11 პავილიონში გაიმართა.
შესარჩევი კონკურსის მიზანი იყო, პლანეტის ოთხი კონტინენტიდან, ნიჭიერი შეფ-მზარეულებით დაკომპლექტებული 8 გუნდიდან გამარჯვებულის გამოვლენა, რომელიც 2020 წელს ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე ესტონეთში, ტალინში გაემგზავრება.