ონლაინ ტექნოლოგიების წარმატებისათვის ინოვაციებსს უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამ თვალსაზრისით USAID Zrda –ს მხარდაჭერით საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთნ ერთად შექმნილმა აპლიკაციამ –„ აგრონავტი“ კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა. აგრო ბიზნესის ამ ციფრულმა პროგრამამ, რომელიც უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კონკურსში გაიმარჯვა და 100 000 ლარის ფინანსური ჯილდო მიიღო, რათა კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი აპლიკაციის ინტეგრაციას ხელმისაწვდომობას ქართულ და უცხოურ ბაზრებზე.
ცნობისათვის, აპლიკაციამ მოიზიდა დამატებითი ინვესტიციები, რათა 30%–თ გაეზარდა იმ აგრო–ბიზნესის წარმომადგენელთა შემოსავლები, რომელთაც კარგად გათვლილი ბიზნეს გეგმა და გამოცდილი მმართველი გუნდი ჰყავთ.
Zrda -მ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიასთან (GFDC) და "აჭარა ჯგუფთან" ერთად თანამშრომლობით შექმნა მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“. „აგრონავტი“, მარტივი და მოქნილი ელექტრონული სისტემაა, რომელიც ფერმერს საკუთარი ნაწარმის გასაღების, ახალი ბაზრის მოძიებისა და კავშირების დამყარების საშუალებას აძლევს. ამასთან აპლიკაცია ფერმერებს აწვდის დარგის მნიშვნელოვან სტატისტიკას, ამინდის პროგნოზს, სერტიფიცირების საშუალებას, აგრონომიულ დაზღვევას, და სხვა შეთავაზებებსა თუ შესაძლებლობებს. „აგრონავტი“-ს აპლიკაციას 5500-მდე დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც გარკვეულ საწევრო გადასახადს იხდიან პლატფორმის საოპერაციო ხარჯების დასაფარად და პროექტის მდგრადი განვითრებისთვის. ფერმერები რეგულარულად აახლებენ ინფორმაციას საკუთარი პროდუქტის შესახებ და ჩართულები არიან მის გასაღებაში. GFDC აგროვებს და ანაწილებს საკმაოდ დიდი მოცულობის ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტებს „აჭარა გრუპის“ სასტუმროებსა და რესტორნებში, მათ შორის პროდუქციის დიდი რაოდენობა წარმოებულია Zrda–ს სამიზნე თემებში. აპლიკაციის შექმნიდან დღემდე, მისი მეშვეობით, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიამ ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული 4.4 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია მიიღო და გაყიდა.