აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. ამ მიზნის მისაღწევად პროექტი ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე, და საშუალო საწარმოების განვითარებას; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას, მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას და განვითარებას;
ზრდა იმუშავებს ადმინისტრაციულ საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 81 თემში, საქართველოს ექვს რეგიონში: შიდა ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, და კახეთი (პანკისის ხეობა).